ხელშეკრულება
შპს „სი ფეის“-ს მიერ საგადახდო მომსახურების გაწევის თაობაზე
ხელშეკრულება
შპს „სი ფეის“-ს მიერ საგადახდო მომსახურების გაწევის თაობაზე
ხელშეკრულების მხარეები: თარიღი ---------
ერთი მხრივ, შპს „სიფეი“ (შემდგომში “პროვაიდერი”) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და მოქმედი კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 405228819 და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი - მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მიიღოს პროვაიდერის საგადახდო მომსახურება (შემდგომში “მომხმარებელი”), ერთადწოდებულნი, როგორც “მხარეები”, აფორმებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შპს „სიფეის“ მიერ საგადახდო მომსახურების გაწევის თაობაზე (შემდგომში “ხელშეკრულება”) და თანხმდებიან ქვემოთ მოცემულ სახელშეკრულებო პირობებზე.
ინფორმაცია პროვაიდერის შესახებ
მომხმარებელი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, დეტალურად გაეცნო და გაიაზრა პროვაიდერთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
(1) პროვაიდერი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაციის ნომრით 0094-2904. პროვაიდერი საქმიანობას ახორციელებს “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებისასა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
(2) საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს პროვაიდერის საზედამხედველო ორგანოს, რომლის ვებ-გვერდის მისამართია: www.nbg.gov.ge . პროვაიდერის საზედამხედველო ორგანო -საქართველოს ეროვნული ბანკი, არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე;
(3) პროვაიდერის სათავო ოფისის ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, პეკინის N33ა; პროვაიდერის ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@cpay.ge, ტელეფონის ნომერი 598 335 733; პროვაიდერის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია www.cpay.ge (შემდგომში “პროვაიდერის ვებ-გვერდი”), სადაც მოცმეულია პროვაიდერის ფილიალებისა და აგანეტების მისამართები და სხვა ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში;
(4) საგადახდო პროვაიდერის აგენტი (შემდგომში აგენტი) - პროვაიდერის მომხარბლებს, პროვაიდერის სახელით, სრულ საგადახდო მომსახურებას გაუწევს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“ (ს/კ 202950226);
(5) აგენტის - სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“-ის სათავო ოფისის მისამართი - თბილისი, პეკინის N 33ა, ტელ. 595 120 120, ელ. ფოსტა - info@creditservice.ge, ვებ-გვერდი - www.creditservice.ge;
(6) პროვაიდერის მომხარბლებს, პროვაიდერის სახელით, საგადახდო მომსახურება შესაძლოა, მიაწოდოს, ამ თავის მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ აგენტის გარდა, სხვა აგენტმა/აგენტებმა, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებული იქნება პროვაიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე www.cpay.ge .
ხელშეკრულების საგანი
- ამ ხელშეკრულებით პროვაიდერი იღებს ვალდებულებას, გაუხსნას მომხმარებელს ელექტრონული საფულის ანგარიში და გაუწიოს მას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურება;
- ელექტრონული ანგარიშის იდენტიფიკატორი: ---------------------------------
- ელექტრონული საფულე
2.1. ელექტრონული საფულე წარმოადგენს მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით;
2.2. ელექტრონული საფულე არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს;
2.3. ელექტრონული საფულე ეკუთვნის მხოლოდ მომხმარებელს. დაუშვებელია ელექტრონული საფულის გასხვისება, გადაფორმება ან დაგირავება;
2.4. ელექტრონული საფულე რეგისტრირდება უვადოდ;
2.5. ელექტრონულ საფულეს გააჩნია ელექტრონული ფულის ანგარიში მინიმუმ ერთ ვალუტაში და ყველა შემთხვევაში - ლარში. ელექტრონულ საფულეს შესაძლოა დაემატოს ანგარიშები სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში;
2.6. ელექტრონულ საფულეში არსებული ელექტრონული ფული წარმოადგენს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალურ ღირებულებას, რომელიც შენახულია ელექტრონულ საფულეში და, რომელსაც მომხმარებელი ინახავს, ანაღდებს ან იყენებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
2.7. ელექტრონული ფული ელექტრონულ საფულეში განთავსდება მუდმივად, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ელექტრონული ფულის განაღდებამდე ან განკარგვამდე.
- ელექტრონული საფულის შევსება
3.1 მომხმარებელს შეუძლია შპს „სიფეის“ ელექტრონული საფულე შეავსოს აგენტის სალაროში, ნაღდი ფულის შეტანის გზით;
3.1.1 ელექტრონული საფულის შევსება, ასევე, შესაძლებელია, განხორციელოს მესამე პირმა, მისი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის გავლის შემდეგ;
3.2 ეტაპობრივად, მომხმარებელს, ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული არხის გარდა, დამატებით, ექნება შესაძლებლობა ელექტრონული საფულე შეავსოს რამდენიმე მეთოდით: გადახდის თვითმომსახურების კიოსკით, საბანკო გადარიცხვით, ელექტრონულ საფულეზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათით და სხვა საშუალებებით, რომელსაც პროვაიდერი ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის;
3.3 პროვაიდერს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ან დაამატოს ელექტრონული საფულის შევსების მეთოდები. ინფორმაცია ელექტრონული საფულის ბალანსის შევსების მეთოდების თაობაზე, ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის ვებ-გვერდზე. ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
3.2 საფულის შევსება გადახდის თვითმომსახურების კიოსკიდან
გადახდის თვითმომსახურების კიოსკიდან საფულის შესავსებად, მომხმარებელი გადახდის თვითმომსახურების კიოსკში ირჩევს შპს „სი ფეის“ საფუილის შევსებას, უთითებს პირად ნომერს, ან საფულის ნომერს. მომხმარებელს თვითმომსახურების კიოსკიდან ერთი ოპერაციით შეუძლია მაქსიმუმ 1500 ლარის შეტანა. შეტანილი თანხა რამდენიმე წუთში აისახება მომხმარებლის ელექტორნულ საფულეში;
3.3 საფულის შევსება საბანკო გადარიცხვით
მომხმარებელს შეუძლია საფულის შევსება საქართველოში არსებული კომერციული ბანკების ფილიალებიდან, ან ინტერნეტბანკის საშუალებით. საფულის შესავსებად, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს/მიუთითოს შპს „სი ფეის“ საბანკო ანგარიშის ნომერი: GE38TB7320236090000001, მიმღებში მიუთითოს შპს „სი ფეი“, დანიშნულებაში - საფულის მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, სასურველია, მიეთითოს საფულის ნომერი (თუ კლიენტს აქვს ეს ინფორმაცია).
კლიენტის მიერ საბანკო ანგარიშიდან თანხის შეტანის შემთხვევაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 16:00 საათამდე შეტანილი თანხა საფულეში აისახება იმავე დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე, ხოლო 16:00 საათის შემდეგ შეტანილი თანხა აისახება მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში.
3.4 საფულის შევსება აგენტის ფილიალიდან
მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონული საფულე შეავსოს აგენტის სალაროდან. ამისთვის საჭიროა კლიენტი ფიზიკურად გამოცხადდეს აგენტის ფილიალში, წარადგინოს ვალიდური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ თანხის შეტანა ხდება მესამე პირის სასარგებლოდ, აუილებელია, მიუთითოს მიმღების პირადი ნომერი, ან საფულის ნომერი. ნაღდი სახით შეიტანოს აგენტის სალაროში თანხა, რის შემდეგაც საფულე მომენტალურად შეივსება.
3.5 საფულის შევსება ელექტრონულ საფულეზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათით
მომხმარებელს საშუალება აქვს შპს „სიფეის“ ანგარიშზე მიბმული საბარათე ანგარიშიდან შეავსოს საფულე. ამისთვის, მომხმარებელი უნდა შევიდეს აპლიკაციაში და გადარიცხვების განყოფილებიდან საბარათე ანგარიშიდან შეავსოს საფულე. საფულე მომენტალურად შეივსება.
- მომსახურების პირობები
4.1. მომსახურების გაწევის მიზნით, პროვაიდერი მომხმარებელს ინდივიდუალურად დაარეგისტრირებს პროვაიდერის სისტემაში. რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის სახელზე შეიქმნება მომხმარებლის ელექტრონული საფულე (შემდგომში “ელექტრონული საფულე”). პროვაიდერმა შესაძლოა შეიმუშავოს მობილური აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი ასევე შეძლებს თავის ელექტრონულ საფულესთან წვდომასა და შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებას. ინფორმაცია ასეთი მობილური აპლიკაციის არსებობისა და მისი გადმოტვირთვის ლინკის შესახებ მოცემული იქნება პროვაიდერის ვებ-გვერდზე.
4.2. მომხმარებელს უფლება აქვს:
4.2.1. ელექტრონული საფულეზე ელექტორნული ფული შეინახოს განუსაზვრელი ვადით;
4.2.2. აგენტის სალაროდან გაიტანოს და/ან შეიტანოს ნაღდი ფული;
4.2.3 გადაიხადოს ან მიიღოს პროვაიდერის პარტნიორი კომპანიებისაგან გადახდები.
4.2.4 გადაურიცხოს ან მიიღოს თანხები პროვაიდერის სხვა მომხმარებლისაგან.
4.3. საგადახდო მომსახურების მიღების მიზნით, მომხმარებლის საგადახდო პორვაიდერის აგნეტთან გამოცხადების შემდეგ, აგენტი:
4.3.1. ელექტრონულ საფულეში ელექტრონული ფულის არსბეობის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების პროვაიდერის მიერ დადასტურების შემდეგ, დაბეჭდავს საგადახდო დავალებას, მიიღებს ან სალაროდან გასცემს ნაღდ ფულს;
4.3.1.1. ელექტრონულ საფულეში ელექტრონული ფულის არსბეობის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების ელ საფულედან თანხის გატანის მიზნით, პროვაიდერის მიერ დადასტურების შემდეგ, სალაროდან გასცემს ნაღდ ფულს;
4.3.1.2. ელექტრონულ საფულეში ელექტრონული ფულის შევსების მიზნით, მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების პროვაიდერის მიერ დადასტურების შემდეგ, სალაროში მიიღებს ნაღდ ფულს;
4.3.2 აგენტის ძირითადი სამუშაო დრო არის ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; განსხვავებული განრიგის შემთხვევაში, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის და აგენტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე.
4.3.3. მომხმარებელს, უფლება აქვს, ელ. საფულის მეშვეობით, პროვაიდერის აპლიკაციის ან აგენტის დახმარებით, პროვაიდერის პარტნიორ კომპანიებს გადაუხადოს თანხები ან/და პროვაიდერის პარტნიორი კომპანიებისაგან მიიღოს თანხები.
4.4. აგენტის სამუშაო დრო არის - ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 20:00 სათამდე;
4.4.1. აგენტის სერვისცენტრების სამუშაო დრო განთავსებულია პროვაიდერის www.cpay.ge/agentsbrenches და კონკრეტული აგენტის ვებ-გვერდზე, სიფეის აგენტების ჩამონათვალი იხილეთ ვებ გვერდზე www.cpay.ge/agents
- საკომისიო
5.1. ინფორმაცია ყველა სახის საკომისიოს შესახებ, რომელიც დადგენილია პროვაიდერის სისტემაში მომსახურების მიღებისთვის ან მასთან დაკავშირებით, განთავსებულია პროვაიდერის ვებ-გვერდზე. www.cpay.ge/commission
- ელექტრონული საფულის დაბლოკვა/შეჩერება
6.1. პროვაიდერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაბლოკოს/შეაჩეროს ელექტრონული საფულე და მომხმარებლის პლასტიკური ბარათით სარგებლობა, თუ:
6.1.1. გონივრული ეჭვის საფუძველზე ჩათვლის, რომ მომხმარებელი საგადახდო მომსახურებასა და მომხმარებლის პლასტიკური ბარათით სარგებლობას ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით;
6.1.2. აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არასათანადოდ განხორცდიელდა მომხმარებლის იდენტიფიკაცია;
6.1.3. აღმოაჩნეს, რომ მომხმარებელი ცდილობს გაანაღდოს ან გახარჯოს ელექტრონული საფულის ანგარიშზე სისტემური ხარვეზის შედეგად გაჩენილი არასანქცირებული თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნის, ან
6.1.4. მომხმარებლის ელექტრონული საფულის ანგარიში და მომხმარებლის პლსატიკური ბარათი არააქტიურია 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
- მომხმარებლის პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული მხარეთა ვალდებულებები
7.1. მომხმარებელი ვალდებულია:
7.1.1. გამოიყენოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათი ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
7.1.2. დაიცვას მისთვის გაცემული მომხმარებლის პლასტიკური ბარათის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
7.1.3. მომხმარებლის პლასტიკური ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე პროვაიდერს ცხელ ხაზზე (რაც მითითებულია პროვაიდერის ვებ-გვერდზე).
7.2. პროვაიდერი ვალდებულია:
7.2.1. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლის პლასტიკური ბარათის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
7.2.2. არ გახადოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ თავად მომხმარებლისა;
7.2.3. ნათლად გააცნოს მომხმარებელს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის უსაფრთხოების მოთხოვნები;
7.2.4. უზრუნველყოს მომხმარებლისგან 7.1.3 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ მომხმარებლისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
7.2.5. მომხმარებლისგან 7.1.3 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.
7.3. პროვაიდერი საკუთარ თავზე იღებს მომხმარებლის პლასტიკური ბარათის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებულ ყველა რისკს.
7.4. პროვაიდერი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია მომხმარებელი.
7.5. მხარეები ვალდებულნი არიან, ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი აანაზღაურონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციები
8.1. არაავტორიზებულ ან არასწორად შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წესები
განისაზღვრება საქართველოს კანონით “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ”.
- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1. პროვაიდერი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში. პროვაიდერი იღებს ვალდებულებას, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები მათ ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე შემდეგი ფორმით: შეცვლილი ხელშეკრულება გამოქვეყნდება პროვაიდერის ვებ-გვერდზე მომდევნო ვერსიის სახით, ხოლო მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების შეცვლისა და მისი ახალი ვერსიის პროვაიდერის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობის თაობაზე.
9.2. ამ ხელშეკრულების 9.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ხელშეკრულებას ემატება დებულებები ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებებს.
9.3. ხელშეკრულების ცვლილებების ამოქმედებამდე, მომხმარებელს უფლება აქვს, დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე პროვაიდერისგან შეტყობინების მიღებისთანავე ან ხელშეკრულების ცვლილებების ამოქმედებამდე, ნებისმიერ დროს, შეწყვიტოს ხელშეკრულება ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯისა და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ხელშეკრულების ცვლილებებზე მომხმარებლის უარის შემთხვევაში პროვაიდერი უფლებამოსილია, შეტყვიტოს ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღზე. ამ მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ წერილობით.
9.4. პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ცვლილებები ჩაითვლება მომხმარებლის მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილებების ამოქმედებამდე მომხმარებელი არ განუცხადებს წერილობით უარს პროვაიდერს შეთავაზებულ პირობებზე. მომხმარებლის დუმილი პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ ცვლილებზე ჩაითვლება მომხმარებლის თანხმობად.
- ხელშეკრულების ხანგრძლივობა და შეწყვეტა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით;
10.2. ხელშეკრულება შესაძლოა, შეწყდეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მომხმარებლის სახელზე გახსნილი ელექტრონული საფულის ანგარიშის გაუქმებას და პროვაიდერის ყველა მომსახურების შეწყვეტას;
10.3. ხელშეკრულება შესაძლოა შეწყდეს:
10.3.1. მომხმარებლის მიერ, ნებისმიერ დროს, პროვაიდერისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც პროვაიდერს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომხმარებელს გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმებასა და დასრულებასთან დაკავშირებით;
10.3.2. პროვაიდერის მიერ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს მინიმუმ 1 (ერთი) თვით ადრე;
10.3.3. პროვაიდერის მიერ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და არ აღმოფხვრის დარღვევას პროვაიდერის გაფრთხილების მიუხედავად;
10.3.4. წინამდებარე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
10.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად. თუ საგადახდო მომსახურების საკომისიო მომხმარებლის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს ზედმეტად გადახდილი თანხა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჩივრის წარდგენა, დავების გადაწყვეტა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით;
11.2. თუ მხარეთა შორის წარმოიშვა დავა ან უთანხმოება წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე, მხარეები შეეცდებიან, დავა გადაჭრან მოლაპარაკებების გზით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლო;
11.3. საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე.
- კომუნიკაცია
12.1. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა განხორციელდება ქართულ ენაზე;
12.2. მომხმარებელს შეუძლია პროვაიდერთან კომუნიკაცია მოახდინოს პროვაიდერის ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ცხელ ხაზზე), ან ელ. ფოსტაზე, ან გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ფოსტით პროვაიდერის იურიდიულ მისამართზე;
12.3. პროვაიდერი მომხმარებელთან კომუნიკაციას მოახდენს მომხმარებლის პირად მობილურის ნომერზე, ელ. ფოსტაზე, მომხმარებლის ელექტრონული საფულის მართვის პანელში ან ფოსტით მომხმარებლის მისამართზე.
12.4. ელექტრონულ საფულის შევსებისა და განკარგვის ტრანზაქციების ისტორია, განხორციელების დროების ზუსტი მითითებით, ნებისმიერ დროს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული საფულის მართვის პანელში, მომხარებელს შეუძლია მიიღოს ამონაწერი პროვაიდერის აგენტისაგან ;
12.5. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში, მოსთხოვოს პროვაიდერს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც მომხმარებელს გააჩნია “საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის N1/04 ბრძანებით.