ჩარჩო ხელშეკრულება

(აგენტის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების შესახებ)

 

ქ.თბილისი                                                                                                                                           04/05/2022 წ

ერთი მხრივ, შპს „სიფეი“ ს/კ 405228819   (შემდგომში ,,პროვაიდერი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის გურამ კანდელაკის (პ/ნ 01026011514) მიერ,  და მეორე მხრივ, სსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია  კრედიტსერვისი+“  ს/კ 202950226  (შემდგომში ,,აგენტი“),  წარმოდგენილი მისი ფინანსური დირექტორი: აკაკი აროშიძე  პ/ნ (33001000257) მიერ, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

  1. ტერმინთა განმარტება
    • საგადახდო მომსახურება - საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი; ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
    • პროვაიდერი - შპს „სიფეი“, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს თავის მიერ შექმნილი პროგრამა;
    • აგენტი - იურიდიული პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საგადახდო მომსახურების მიწოდებისას, იყენებს პროვაიდერის მიერ შექმნილ პროგრამას და თავისი სალაროების მეშვეობით, თანხის მიმღებ პირთან ახორციელებს ნაღდ ანგარიშსწორებას;
    • კლიენტი/მომხმარებელი - პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები და საგადახდო მომსახურებას იღებს უშაუალოდ აგენტთან;
    • პარტნიორი კომპანია - პროვაიდერის პარტნიორი კომპანია, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ან ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;
    • საგადახდო ინსტრუმენტი - ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას;
    • ელექტრონული საფულე - პირის უნიკალური ვირტუალური ანგარიში, რომელიც შედგება ტიტულური ნიშნებისგან და ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია პირის იდენტიფიცირებასთან. ელქტრონულ საფულეში (ვირტუალურ ანგარიშზე) განთავსებულია ელექტრონული ფული, რომელიც მომხმარებლის მიერ იმართება, ელექტრონული საფულის მფლობელი სისტემის დადგენილი წესების შესაბამისად. ელქტრონული საფულის რეკვიზიტები მოიცავენ სიმბოლოებს, ასევე ავტორიზაციისთვის საჭირო რეკვიზიტებს, რომელიც ცნობილია მხოლოდ საფულის მფლობელისთვის;
    • ელექტრონული ფული - ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე);
    • ელექტრონული საფულის მფლობელი - მომხმარებელი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ელექტრონული ფულის ანგარიში;
    • API ტექნოლოგია - პროვაიდერის მიერ შექნილი, ავტომატურად მართვადი ელექტრონული პროგრამა;
    • იდენტიფიცირება - კანონმდებლობის შესაბამისად, აგენტის მიერ მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, პროვაიდერის მოწოდებულ მონაცემებთან შედარება, რომელიც, თავის მხრივ, პროვაიდერს ელექტრონული  საფულის მფლობელისგან აქვს მიღებული;
    • საგადახდო დავალება - გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება, გადახდის ოპერაციის - ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
    • სალარო/საგადახდო არხი - აგენტის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში მოწყობილი თანხის გასაცემი ობიექტი, სადაც ხდება მომხმარებლის მიმართ თანხის განაღდება;
    • საკომისიო - აგენტის მომსახურების გადასახადი;
    • საავანსო ანგარიში - აგენტის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიში, სადაც ხდება პროვადერის მიერ თანხის განთავსება;
    • სამუშაო დღე - კალენდარული დღე, გარდა შაბათის, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით -,,შრომის კოდექსით“ აღიარებული უქმე დღისა.

 

 

  1. ხელშეკრულების საგანი
    • პროვაიდერის სახელით, აგენტი უზრუნველყოფს საგადახდო მომსახურების განხორციელებას;
    • აგენტი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს და მომხმარებლებს ემსახურება საკუთარი საგადახდო არხის მეშვეობით. პროვაიდერი აგენტს აძლევს პროგრამაზე წვდომის უფლებას, პროგრამ(ებ)ის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემით;
    • აგენტი უფლებამოსილია, მომხმარებლისგან მიიღოს დავალება ელექტრონული საფულის გახსნის შესახებ, რის შემდეგაც, ელექტრონული საფულის გახსნის მიზნით, აგენტი პროვაიდერს, საგადახდო სისტემაში რეგისტრაციისთვის, უგზავნის მომხამერებლის შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს: მოქალაქეობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, მობილური ტელეფონი, ელ. ფოსტა, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ტიპი, დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო, გაცემი თარიღი, მოქმედების ვადა, დასკანერებული დოკუმენტის ასლი;
    • პროვაიდერის საგადახდო სისტემაში მომხარებელის წარმატებით რეგისტრაციის შემდეგ, გაიხსნება ელექტრონული საფულე და მიენიჭება შესაბამისი კოდი, რომელიც ეგზავნება აგენტს;
    • აგენტი, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით, ელექტრონული საფულის მფლობელის დავალებით, უზრუნველყოფს ნაღდი ფულის შეტანა ან/და გატანის ოპერაციის შესრულებას;
    • ელექტორნული საფულის მფლობელზე ნაღდი ფული გაიცემა (და/ან ელექტრონული საფულის მფლობელისაგან ნაღდი ფული მიიღება )აგენტის სალაროებში;
    • ელექტრონულ ფულის განაღდება შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში-ლარში და აშშ დოლარში;
    • მომხმარებლის ფულადი სახსრები, ელექტრონული ფულის სახით, განთავსებულია ელექტრონულ საფულეში;
    • ერთი დღის მანძილზე, აგენტის მეშვეობით განხორციელებული გადახდის ოპერაციების და საგადახდო ინსტრუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების) ლიმიტი შეადგენს 10 000 ოპერაციას;
    • ელექტრონულ საფულეზე წვდომის/განკარგვის (გარდა შევსებისა) უფლება გააჩნია მხოლოდ ელექტრონული საფულის მფლობელს, პირადი ნორმით და ტელეფონის ნომრით იდენტიფიკაციის პროცედურის გავლის შემდეგ; იდენტიფიკაციის განსხვავებული პროცედურის შემთხვევაში, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის ოფიციალურ ვებ.გვერდზე.
    • ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია, ასევე, განხორციეელოს მესამე პირმა, თუ ის აგენტთან წარადგენს ელექტრონული საფულის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
    • აგენტის მეშვეობით მომხმარებლისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, სრულად პასუხისმგებელია საგადახდო პროვაიდერი. ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება აგენტის საშუალებით განხორციელებულ საგადახდო მომსახურების იმ ნაწილზეც, რომელიც არ არის დარეგულირებული პროვაიდერსა და აგენტს შორის დადებული ხელშეკრულებით, მაგრამ დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით.

 

  1. პროგრამის მოკლე აღწერა
    • აგენტს ექნება საშუალება API ტექნოლოგიის მეშვეობით, შპს „სიფეის“ სახელით გასწიოს, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონით განსაზღვრული, ნებსმიერი საგადახდო მომსახურება, მათ შორის, შპს „სიფეიში“ დაამატოს ახალი მომხმარებელი, გაუხსნას ელექტრონული საფულე, პარტნიორი კომპანიისგან მოითხოვოს ელექტრონული საფულის შევსება, უზრუნველყოს ელექტრონული საფულიდან ნაღდი ფულის გაცემა და სხვა;
    • აღნიშნული სერვისის ჩართვით აგენტს შეუძლია ისარგებლოს პროვაიდერის მიერ შექნილ პროგრამაში არსებული ან/და დამატებული მომსახურებით.
    • მას შემდეგ, რაც აგენტი ხელს მოაწერს წინამდებარე ხელშეკრულებას, პროვაიდერი აგენტს არეგისტრირებს პროგრამ(ებ)ში და ამავდროულად აძლევს პროგრამ(ებ)ის მართვის სათანადო უფლებამოსილებებს რათა მოახდინოს მათი გამოყენება;
    • აგენტის თანამშორმელი უფლებამოსილია გამოიყენოს სისტემ(ებ)ის ფუნქციონალი.
    • პროგრამ(ებ)ში დარეგისტრირების შემდეგ აგენტს საშუალება აქვს სურვილისამებრ ისარგებლოს ყველა სერვისით ან მისი ნაწილით.

 

  1. მომსახურება, მის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები

4.1 ელ. საფულის მფლობელის სასარგებლოდ ნაღდი ფული გაიცემა, აგენტის შინა განაწესით დადგენილი პირობებისა და სამუშაო საათების შესაბამისად;

4.1.1. აგენტის სალაროების ძირითადი სამუშაო დრო არის ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; განსხვავებული განრიგის შემთხვევაში, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის და აგენტის ოფიციალურ ვებ.გვერდებზე.

4.2 მომხმარებლის მიერ ნაღდი ფულის გატანა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ერთი ტრანზაქცია მინიმუმ 1 ლარი მაქსიმუმ 50 000 ლარი, დღეში  პროვაიდერის მიერ აგენტის საავანსო ანგარიშზე განთავსებული თანხის შესაბამისი ოდენობის თანხის ფარგლებში;

4.2.1. აგენტის მიერ მომხმარებლისაგან მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა ულიმიტოა.

4.3. აგენტსა და პროვაიდერს შორის ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება N 1 დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ჩარჩო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

  1. მხარეების გარანტიები:
    • აგენტი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
      • უფლება აქვს ხელი მოაწეროს წინამდებარე ხელშეკრულებას, ამასთან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ინფორმაცია, რომელსაც აგენტი  აწვდის პროვაიდერს, უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი და სრული. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცი(ებ)ის შესრულებით არ დაირღვევა სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობები ან აგენტის სხვა ვალდებულებ(ებ)ი (ასეთ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში) ან რაიმე სახის კანონი, დებულება, წესი, განკარგულება, სასამართლო გადაწყვეტილება, ბრძანება, მითითება, სასამართლო დადგენილება ან სახელმწიფოს ან მარეგულირებელი ორგანოს, სასამართლო ან საარბიტრაჟო ორგანოს მიერ დაწესებული რაიმე შეზღუდვა, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებელია აგენტი;
      • ამ ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება არ მოვა წინააღმდეგობაში ან არ დაარღვევს რაიმე სახის ხელშეკრულებას, კონტრაქტს, ლიცენზიას ან სხვა სახის შეთანხმებას, რომლის მხარესაც წარმოადგენს კაგენტი.
      • აგენტი არ მონაწილეობს ან მას არ ემუქრება ისეთი სასამართლო პროცესი, რომლის შედეგმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მის ფინანსურ მდგომარეობასა ან საქმიანობაზე;
      • აგენტი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმის დაფინანსებას ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
      • წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ აგენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს პროვაიდერს ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებაში მოცემული გარანტიების დარღვევა ან წინააღმდეგობაში მოვიდეს აღნიშნულ განცხადებებთან.
      • აღნიშნული განცხადებების დარღვევის შემთხვევაში ან თუ მომსახურების პერიოდში ნებისმიერი ასეთი განაცხადი აღმოჩნდება არასწორი, პროვაიდერი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს ნებისმიერი სახის ზიანის და ხარჯის ანაზღაურება, რომელიც ამგვარი და რღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
      • იმ შემთხვევაში თუ აგენტის გამიზნული არაკანონიერი ქმედებების გამო პროვაიდერს მიადგა რაიმე სახის ზიანი, აგენტი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად.

 

  1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

 

  • აგენტის ვალდებულებები
    • საგადახდო მომსახურების მიწოდებისას, აგენტი ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის(მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიცირება, გადაამოწმოს მისი პირადი მონაცემები და შეინახოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ელექტრონულად მოპოვებული დოკუმეტნტის მონაცემები;
    • მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტორნულ ბაზაში, სს „მისო კრედიტსერვისი+“-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის, ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისად;
    • მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამავდროულად, მიეწოდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც უზრუნველყოფს, მიღებული ინფორმაციის საკუთარ საინფორმაციო ბაზაში ინტეგრირებას, დოკუმენტაციის - სათანადო წესით შენახვა/დაარქივებას;
    • პროვაიდერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აგენტი ვალდებულია წარუდგინოს პროვაიდერს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
    • იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი დაჯარიმდება აგენტის ქმედების ან/და უმოქმედობის გამო პროვაიდერი უფლებამოსილია, ჯარიმის გადახდა მოსთხოვოს აგენტს.
    • იმ შემთხვევაში, თუ აგენტი 2 (ორი) თვის განმავლობაში არ იყენებს პროგრამას, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს პროვაიდერს, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
    • აგენტი ვალდებულია, ხელშერკულების მე-12 მუხლში მითითებული საბანკო ანგარიშის ნომერი მუდამ იქონიოს აქტიური, ხოლო შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროვაიდერის ვალდებულება ჩაითვლება მაინც შესრულებულად.
    • თუ აგენტი აღმოაჩენს, რომ პროგრამაში არასწორად დამუშავდა ტრანზაქცია, ან არის რაიმე ტექნიკური ხარვეზი, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს.
    • ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მის იმ შიდა სისტემებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტაციაზე, ანგარიშგებებზე და ჩანაწერებზე, შეუზღუდავი, თავისუფალი და დროული წვდომა, რომლებიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან.
    • შეასრულოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის მოთხოვნები;
    • საგადახდო მომსახურების მიწოდებისას, აგენტი ვალდებულია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დაგდენილი წესით, მოახდინოს მომხმარებლების გადამოწმება სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში;
    • მომხმარებლის სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში გადამოწმება განხორციელდება ARI Database-ის ინფორმაციულ ბაზაში, სს „მისო კრედიტსერვისი+“-სა და შპს „სი დი სი სქრინინგს“ შორის, 2021 წლის 12 აპრილს გაფორმებული, ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისად;
    • მომხმარებლის სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში გადამოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამავდროულად, მიეწოდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც უზრუნველყოფს, მიღებული ინფორმაციის საკუთარ საინფორმაციო ბაზაში ინტეგრირებას, დოკუმენტაციის - სათანადო წესით შენახვა/დაარქივებას;
    • აგენტის მიერ გაწეული საგადახდო მომსახურების პროცესში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული როგორც მომხმარებლისგან, ასევე პროვაიდერისგან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან, წარმოადგენს პროვაიდერის საკუთრებას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს მას ან კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
    • აგენტს ეკრძალება მომხმარებლისათვის რაიმე დამატებითი ან პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოსაგან განსხვავებული საკომისიოს დაკისრება.

 

  • აგენტი უფლებამოსილია:
    • აგენტი უფლებამოსილია: მოსთხოვოს პროვაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად;
    • მოსთხოვოს პროვაიდერს შეცდომით ან არასწორად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება;
    • მოსთხოვოს პროვაიდერს გამოყოს უფლებამოსილი თანამშრომელი რომელიც აგენტს საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს დახმარებას.

 

  • პროვაიდერის პასუხისმგებლობა:
    • პროვაიდერი პასუხს აგებს სისტემისა და მისი პროგრამის გამართულ მუშაობაზე.
    • პროვაიდერი პასუხისმგებელია აგენტისთვის სერვისების მიწოდებაზე.
    • პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის უსაფრთხოება და საიმედოობა.
    • პროგრამაში რაიმე სახის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
    • იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რაიმე ტრანზაქციის არასწორად ან შეცდომით დამუშავება, პროვაიდერი ვალდებულია, გონივრულ ვადაში გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი;
    • პროვაიდერი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მე-12 პუნქტში მითითებული საბანკო რეკვიზიტები იქონიოს მუდამ აქტიური.
    • აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში გადაურიცხოს აგენტის მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხები.

 

  • პროვაიდერი უფლებამოსილია:
    • პროვაიდერი უფლებამოსილია, მოსთხოვოს აგენტს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
    • მოსთხოვოს აგენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დროულად ჩარიცხვა.
    • პროვაიდერის უფლებამოსილებას განახორციელოს აგენტის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადგილზე შემოწმება;

 

  1. ფორსმაჟორი
    • მხარეები პასუხს არ აგებენ  წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე და არასათანადო შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გარემოებებით,  იგულისხმება სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, რევოლუციები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახის უბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, სადაც მხარეები ახორცილებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობას. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის და შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთი მხარე, თუ ის ვერ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს ამის შესახებ.

 

  1. დავის გადაწყვეტის წესი
    • მხარეები მიმართავენ ყველა ღონეს, რათა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისას წარმოშობილი ყველა დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.
    • პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მხარეები წერილობით მიმართავენ ერთმანეთს, რომელიც უნდა განხილულ იქნას 10 (ათი) დღის განმავლობაში.
    • იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს 8.2. პუნქტში დადგენილ ვადის განმავლობაში ურთიერთშეთანხმებას, დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
    • ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია ხელმოწერიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ხელშეკრულება გრძელდება ავტომატურად ყოველი მომდევნო ერთი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე 30 (ოცდაათი) დღით ადრე, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, წერილობითი არ შეატყობინებს მეორე მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სურვილის შესახებ.
    • მხარეებს უფლება აქვთ თავიანთი ინიციატივით, ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ;
    • აგენტს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება თუ: პროვაიდერის მხრიდან  დაირღვა წინამდებარე ხელშეკრულების 4 და 4.5 პუნქტებით განსაზღვრული შეთანხმება  თანხების განთავსების ვადებისა და ოდენობის შესახებ;
    • აგენტის განცხადებით ხელშეკრულების მოქმედება შესაძლებელია შეჩერებულ იქნას არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, რისთვისაც საჭიროა პროვაიდერის წერილობითი თანხმობა. რომელიც უნდა შეიცავდეს შეჩერების პირობებსა და ხელშეკრულების განახლების წესებს;
    • ხელშეკრულების, 9.2-9.3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით, შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ განცდილი ზიანის/ზარალის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

  1. დამატებითი პიროებები
    • წინამდებარე ხელშეკრულების ყველა ცვლილება და დამატება მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი შეთანხმების სახით წერილობით.
    • ეროვნულ ბანკს მისი უფლებამოსილებების ფარგლებში უფლება აქვს მოსთხოვოს პროვაიდერს აგენტთან ხელშეკრულების პირობების ცვლილება ან/და გაუქმება;
    • მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
    • აგენტის მიერ შესრულებული ყველა გადახდის ოპერაცია პროვაიდერთან უნდა აღირიცხოს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულადმიეწოდოს პროვაიდერს;
    • აგენტის მიერ სხვადასხვა პროვაიდერისთვის წარმოებული მომსახურებების აღრიცხვა მოხდება განცალკევებით;
    • მხარეები ვალდებულნი არიან, არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა შეატყობინონ ერთმანეთს რეკვიზიტების (საფოსტო, საბანკო, იურიდიული მისამართი) ცვლილების თაობაზე;
    • წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებული ყველა შეთანხმება და სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არეგულირებდა იმავე საკითხებს რასაც წინამდებარე ხელშეკრულება, ითვლება ძალადაკარგულად, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.
    • წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
    • წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება ამ ხელშეკრუელბით დადგენილი წესით  წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
    • წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია, ხელშეკრულების ეგზემპლარები ინახება მხარეებთან.
    • მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონულად გაგზავნილ შეტყობინებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით გაგზავნილ დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ  გადასაცემი მონაცემების და გამგზავნის  იდენტიფიკაციის ალგორითმი,  შეთანხმებულია.
    • სურვილის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ კონფიდენციალური ინფორმაცია და შეთანხმდნენ მისი გამოყენების წესზე, რაც უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით. 

 

  1. პროგრამის მართვის წესები და პირობები

 

 

დანართი N 2 - ხელშეკრულება გადახდების მიღების შესახებ.

დანართი N 3 - ხელშეკრულება ფულადი სახსრების განაღდების შესახებ.

 

  1. მხარეთა რეკვიზიტები

 

 

პროვაიდერი                                                                                  აგენტი

 

შპს „სიფეი“                                                                                          სს „მისო კრედიტსერვისი +“

მის: ქ. თბილისი, პეკინის N 33ა                                                         მის: თბილისი, პეკინის N 33ა;

ს/კ 405228819                                                                                   ს/კ 202950226

მომსახურე ბანკი:  ს/ს თიბისი ბანკი                                              მომსახურე ს/ს თიბისი ბანკი

ა/ა GE73TB7320236020100007                                                           ა/ა  GE65TB1134536020100006

ბანკის კოდი TBCGE22                                                                    ბანკის კოდი: TBCGE22

 

 

შპს „სიფეი“                                                                                          სს „მისო კრედიტსერვისი +“

–––––––––––––––––––––––––––––                                                    ––––––––––––––––––––––––––––

დირექტორი:  გ. კანდელაკი                                                            ფინანსური დირექტორი: ა. აროშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N 1

5/04/2022 ჩარჩო ხელშეკრულების შემადგენელი

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

ქ.თბილისი                                                                                                                                           5/04/2022 წ

ერთი მხრივ, შპს „სიფეი“ ს/კ 405228819   (შემდგომში ,,პროვაიდერი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის გურამ კანდელაკის (პ/ნ 01026011514) მიერ,  და მეორე მხრივ, სსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია  კრედიტსერვისი+“  ს/კ 202950226  (შემდგომში ,,აგენტი“),  წარმოდგენილი მისი ფინანსური დირექტორი: აკაკი აროშიძე  პ/ნ (33001000257) მიერ, ვდებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:

აგენტის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულების და  ანგარიშსწორების პირობები:

1.1. აგენტის მიერ განხორციელებული, საგადახდო მომსახურების ტარიფი შეადგენს გატანილი ნაღდი ფულის 1 %;

1.2. ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა, აგენტი პროვაიდერს მიაწვდის ინფორმაციას საბანკო ანგარიშის შესახებ, ხოლო პროვაიდერი, მითითებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, უზრუნველყოფს აგენტის საბანკო ანგარიშზე, ელექტრონული საფულის მფლობელთათვის ნაღდი ფულის გაცემის მიზნით, საგარანტიო თანხის, არანაკლებ - 100 000 ლარის განთავსებას;

1.3. საგარანტიო თანხის ლიმიტის ფარგლებში, საგარანტიო თანხის შევსება უნდა მოხდეს, გაწეული მომსახურების მომდევნო დღეს;

1.4. აგენტი, მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღიდან, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, მიაწვდის პროვაიდერს ინფორმაციას მომხმარებლებზე გაცემული თანხების, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული ნაშთისა და აგენტისთვის ასანაზღაურებლი მომსახურების საკომისიოს შესახებ;

1.5.  განხორციელებული მომსახურებისა და აგენტის საკომისიოს ოდენობის შესახებ, მხარეებს შორის ფორმდება ურთიერთშედარების აქტი, დანართი N1 და დანართი N2-ის სახით, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულების და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;

1.6. მხარეები ხელმძღვანელობენ და ეყრდნობიან ურთიერთშედარების აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;

1.7.   შედარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად, საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

  • საანგარიშსწორებო თვეში გაწეული მომსახურების შედეგად, გატანილი ნაღდი ჯამური თანხის 1%-ის შესაბამის თანხას, შედარების აქტის საფუძველზე, შედარების აქტის ხელმოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, პროვაიდერი აგენტს გადაუხდის უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

 

შ.პ.ს. „სიფეი“,

დირექტორი გ. კანდელაკი                                                     

___________________

 

სს „მისო კრედიტსერვისი+“ ,

ფინანსური დირექტორი: ა. აროშიძე  ______________________

 

 

 

დანართი N 2

 

 

შედარების აქტი N 1

ქ.თბილისი                                                                                                                                         _________  2022 წ.

 

ერთი მხრივ, სს "მიკროსაფინანსო ორგანიცაცია  კრედიტსერვისი+„ (ს/კ 202950226), წარმოდგენილი მისი ფინანსური დირექტორი: აკაკი აროშიძე  პ/ნ (33001000257) მიერ, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და მეორეს მხრივ, შპს „სიფეი“ - ს/კ 405228819 წარმოდგენილი მისი დირექტორის გურამ კანდელაკის (პ/ნ 01026011514) მიერ, ვთანხმდებით, რომ ცხრილში მოცემული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოცემული ციფრების მიმართ პრეტენზიები არ გაგვაჩნია და ვეთანხმებით მათ სისწორეს.

 

1

საანგარიშო პერიოდის დასაწყისი

__ __________ 2022 წ.

0:00:00 სთ.

2

საანგარიშო პერიოდის დასასრული

__ __________ 2022 წ.

0:00:00 სთ.

3

აგენტის საავანსო  ანგარიშზე არსებული ნაშთი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

4

საანგარიშო პერიოდში, აგენტის მიერ გადახდების სახით გაცემული სრული თანხა

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

5

საანგარიშო პერიოდში, პროვაიდერის  მიერ აგენტის საავანსო ანგარიშზე ჩარიცხული თენხები

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

6

აგენტისთვის გადასახდელი  მომსახურების საკომისიო

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

7

პროვადერის  მიერ გადახდილი მომსახურების საკომისიო

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

8

პროვადერის  მიერ გადასახდელი მომსახურების საკომისიო.

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

9

აგენტის   ანგარიშზე არსებული ნაშთი საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

0.00 ლარი

ნული ლარი და 00 თეთრი

 

 

 

შ.პ.ს. „სიფეი“,

გ. კანდელაკი   

___________________

 

 

 

 

 

 

 

სს „მისო კრედიტსერვისი +“ ,

ა. აროშიძე

 ______________________

 

 

დანართი N 3

შედარების აქტი N 2

 

ქ.თბილისი                                                                                                                                       __ _________  2022 წ.

 

ერთის მხრივ, სს "მიკროსაფინანსო ორგანიცაცია  კრედიტსერვისი+„ (ს/კ 202950226), წარმოდგენილი მისი ფინანსური დირექტორი: აკაკი აროშიძე  პ/ნ (33001000257) მიერ, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და მეორეს მხრივ, შპს „სიფეი“ - ს/კ 405228819 წარმოდგენილი მისი დირექტორის გურამ კანდელაკის (პ/ნ 01026011514) მიერ, ვთანხმდებით, რომ ცხრილში მოცემული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოცემული ციფრების მიმართ პრეტენზიები არ გაგვაჩნია და ვეთანხმებით მათ სისწორეს.

 

თანხების მოძრაობა აგენტის საავანსო ანგარიშზე:

 

 

საანგარიშო პერიოდის დასაწყისი

__ __________ 2022 წ.

0:00:00 სთ.

#

საანგარიშო პერიოდის დასასრული

__ __________ 2022 წ.

0:00:00 სთ.

 

ოპერაციის დასახელება

ოპერაციის რაოდენობა

ბრუნვა

კომპანიის  საკომისიო

შემოსავალი

საკომისიო

1

   

 

 

 

2

   

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

 

შ.პ.ს. „სიფეი“

 

დირექტორი                                  

 

გ. კანდელაკი   ___________________

 

სს „მისო კრედიტსერვისი +“ 

            

ფინანსური დირექტორი

 

ა. აროშიძე   ______________________